რაგბი

11:00 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას “ენისეის” ისტორიული გამარჯვება

ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურში, რუსეთის ჩემპიონმა “ენისეიმ” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რუსულმა კლუბმა, რომელიც ამ დონეზე პირველად მონაწილეობს, სოჭში სულ რაღაც 600 მაყურებლის წინაშე ფრანგული ტოპ 14-ის გუნდი დაამარცხა.

რა თქმა უნდა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” რუსეთში პირველი გუნდით არ ჩასულა და უმეტესად, სათადარიგოები ათამაშა, მაგრამ ისტორიას მხოლოდ შედეგი შემორჩება და არავინ იკითხავს რა შემადგენლობით ითამაშა “ბრივმა”. და რადგან რუსეთის წარმომადგენელი ჩელენჯ ქაფზე დიდი სხვაობით არ მარცხდება და აგერ უკვე პირველი გამარჯვებაც იზეიმა, დროა ეს მოტივი ქართული კლუბების ევროთასებში არჩართვის სიიდან ამოვიღოთ. ევროთასებში მონაწილეობა კი, ქართული კლუბების პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესი ბიძგი იქნება.

“ენისეის” რიგებში ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ “ბრივის” განაცხადში მხოლოდ ვეტერანი ბურჯი შველიძე იყო და ის შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. რუსებმა ანგარიში 29-ე წუთზე ლელოთი გახსნეს და ზუსტ გარდასახვას ტაიმების გასაყარზე ჯარიმა მიაყოლეს. სტუმრებმა ლელო-გარდასახვა თამაშის განახლებიდან 5 წუთში გაქვითეს, მაგრამ “ენისეიმ” გაძლო და მოგებით დამსახურებულად გაიხარა.

მეორე ჯგუფში გიორგი ნაცარაშვილის “პო” უელსში “ნიუპორტს” ეწვია და 0:22 დამარცხდა. თამაშს 4 200 მაყურებელი დაესწრო. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, ამ დროისთვის მის გუნდს 1 ლელო და 4 ჯარიმა გაშვებული ჰქონდა (0:17), 2 წუთში მეორე ლელოც მიიღო და მერე ანგარიში აღარც შეცვლილა. ტურნირის ოფიციალური საიტის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფრანგები მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ და პირიქით, რიგ კომპონენტებში მასპინძლებს სჯობდნენ კიდეც, მაგრამ ხანდახან სპორტში ასეც ხდება.

მესამე ჯგუფში მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” მეორე თამაში წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. ამჯერად ფრანგული გუნდი უელსში “კარდიფს” ეწვია და 4 ლელო გაუტანა, რისთვისაც პრემიალური ქულაც აიღო, მაგრამ თავად 5 გაუშვა. 20 წუთის შემდეგ სტუმრები თამაშს 20:7 იგებდნენ, მაგრამ 4 600 მაყურებლის გასახარად, მასპინძლებმა თამაშის სათავისოდ შემოტრიალება შეძლეს. 54-ე წუთზე, როდესაც ნარიაშვილი თამაშში ჩაერთო, სხვაობა უკვე მინიმალური იყო (19:20), 69-ე წუთზე კი, “კარდიფი” 34:20 იგებდა. “მონპელიემ” საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლოს ჯარიმა ისევ თავად გაუშვა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო.

მეოთხე ჯგუფზე უკვე ვწერდით, რომ ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსი” ინგლისურ დერბიში “გლოსტერთან” 22:34 დამარცხდა და ქართველმა ბურჯმა სრული 80 წუთი ითამაშა. თამაშის მსვლელობის დეტალები და ბრეგვაძის სტატისტიკა ამ მატჩის მიმოხილვაში შეგიძლიათ იხილოთ. აქ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ყოფილი “ბორჯღალოსნის”, გია რაფავას შვილმა ვალ რაფავა-რუსკინმა, რომელსაც ინგლისური პასპორტი აქვს, შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა.

ამავე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის “ლა როშელმა” იტალიური “ძებრე” 27:19 დაამარცხა, 4 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ბოლო დროის ტრადიციის თანახმად, ბაზაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეცვლაზე 43-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს ტურში ყველაზე მეტი, 10 600 მაყურებელი დაესწრო. “ლა როშელმა” ტაიმი 20:0 მოიგო და 57-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანა, იტალიელებმაკი, 19-ივე ქულა დასკვნით 20 წუთში აიღეს.

მე-5 ჯგუფში თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და გიორგი მარგველანის “აჟენი” ფრანგულ დერბიში ქართველი ლეგიონერების გარეშე 20:40 დამარცხდა.

2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. III ტური

I ჯგუფი

კონახტი (ირლანდია) - ნიუკასლი (ინგლისი) 25:10

ენისეი (რუსეთი) - ბრივი (საფრანგეთი) 10:7

1.

კონახტი (ირლანდია)

3

3

0

0

77:41

13

2.

ბრივი (საფრანგეთი)

3

1

0

2

37:40

6

3.

ნიუკასლი (ინგლისი)

3

1

0

2

74:45

6

4.

ენისეი (რუსეთი)

3

1

0

2

31:93

4

მომდევნო ტური. 19-20 დეკემბერი

ბრივი (საფრანგეთი) - ენისეი (რუსეთი); ნიუკასლი (ინგლისი) - კონახტი (ირლანდია)

II ჯგუფი

ნიუპორტი (უელსი) - პო (საფრანგეთი) 22:0

კასტრი (საფრანგეთი) - სეილ შარქსი (ინგლისი) 10:17

1.

ნიუპორტი (უელსი)

3

2

0

1

81:44

10

2.

სეილ შარქსი (ინგლისი)

3

2

0

1

58:60

9

3.

კასტრი (საფრანგეთი)

2

1

0

1

42:46

6

4.

პო (საფრანგეთი)

2

0

0

2

20:51

0

მომდევნო ტური. 19 დეკემბერი

სეილ შარქსი (ინგლისი) - კასტრი (საფრანგეთი); პო (საფრანგეთი) - ნიუპორტი (უელსი)

III ჯგუფი

კარდიფ ბლუზი (უელსი) - მონპელიე (საფრანგეთი) 37:27

კალვიზანო (იტალია) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 10:50

1.

ჰარლექუინსი (ინგლისი)

3

3

0

0

123:48

15

2.

კარდიფი (უელსი)

3

2

0

1

107:68

10

3.

მონპელიე (საფრანგეთი)

3

1

0

2

109:78

6

4.

კალვიზანო (იტალია)

3

0

0

3

19:164

0

მომდევნო ტური. 17-19 დეკემბერი

მონპელიე (საფრანგეთი) - კარდიფ ბლუზი (უელსი); ჰარლექუინსი (ინგლისი) - კალვიზანო (იტალია)

IV ჯგუფი

ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) - გლოსტერი (ინგლისი) 22:34

ლა როშელი (საფრანგეთი) - ძებრე (იტალია) 27:19

1.

გლოსტერი (ინგლისი)

3

3

0

0

90:52

13

2.

ლა როშელი (საფრანგეთი)

3

1

0

2

50:71

5

3.

ძებრე (იტალია)

3

1

0

2

56:58

4

4.

ვუსტერ უორიორსი (ინგლისი)

3

1

0

2

49:64

4

მომდევნო ტური. 17-19 დეკემბერი

გლოსტერი (ინგლისი) - ვუსტერ უორიორსი (ინგლისი); ძებრე (იტალია) - ლა როშელი (საფრანგეთი)

V ჯგუფი

აჟენი (საფრანგეთი) - გრენობლი (საფრანგეთი) 20:40

ლონდონ აირიში (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია) 38:6

1.

ლონდონ აირიში (ინგლისი)

3

2

0

1

106:43

11

2.

გრენობლი (საფრანგეთი)

3

2

0

1

77:68

9

3.

ედინბურგი (შოტლანდია)

3

2

0

1

61:54

8

4.

აჟენი (საფრანგეთი)

3

0

0

3

36:115

0

მომდევნო ტური. 18 დეკემბერი

ედინბურგი (შოტლანდია) - ლონდონ აირიში (ინგლისი); გრენობლი (საფრანგეთი) - აჟენი (საფრანგეთი)

0.132964