ფეხბურთი

10:09 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია ახალგაზრდულ სერია A-ში ისევ შედეგიანია (+VIDEO)
"ემპოლი" (U19) - "ასკოლი" 3:1 (U19)

იტალიის ახალგაზრდული სერია A-ს XII ტურში მე-12 გოლი გაიტანა "ემპოლის" ქართველმა თავდამსხმელმა რომან ჭანტურიამ. 19 წლის ფორვარდმა ამჯერად "ასკოლის" კარი 46-ე წუთზე თავური დარტყმით აიღო და თავის გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ჭანტურიამ, რომელმაც მოედანზე 85 წუთი გაატარა, გარდა გოლისა არაერთი სახიფათო მომენტი პირადად შექმნა და შესაბამისად, თავის გამოჩენაც არაერთგზის მართებდა. უნდა აღინიშნოს, რომ რომანი არც სოლო რეიდებს ერიდებოდა და გულშემატკივარს თავი ამ მხრივაც დაამახსოვრა. თავად აღნიშნული შეხვედრა კი ტოსკანელებმა 3:1 მოიგეს, რის შემდგომაც 27 ქულა დააგროვეს და მეორე პოზიციას იკავებენ. ლიდერი კი, "ფროზინონეა" 28 ქულით.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდული სერია A ჯგუფებადაა დაყოფილი და "ემპოლი" C ჯგუფში ასპარეზობს.

ამავე ჯგუფის ბომბარდირთა დავას გასაკვირი არაა, რომ სწორედ ჭანტურია ლიდერობს, რომელსაც 10 ჩატარებულ მატჩში 12 გატანილი გოლი დაუგროვდა და მის უკან მყოფ მიკელე ვოლპეს ერთი გოლით სჯაბნის.

0.128744