კალათბურთი

0:32 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის გუნდი “ბეშიქთაშთან” დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ “ბეშიქთაშს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, სტამბოლში გამართული მატჩი 69:74 წააგო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 17 წუთში კი 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ვიქტორმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” 4 მოგებით და 6 წაგებით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 19 დეკემბერს შინ “ტურკ ტელეკომთან” ჩაატარებს. მე-10 ტურის მატჩს დღეს გამართავს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა”. სტამბოლური კლუბი “ქარშიაქას” ესტუმრება.

0.171707