იტალიის სერია A-ს XVI ტურის შემდეგ ისე მოხდა, რომ მილანის “ინტერმა” არათუ ლიდერობა შეინარჩუნა, არამედ მდევრებს ოთხ ქულით გაექცა. დიახ, “ნაპოლიმ” ამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ხოლო “ფიორენტინა” საერთოდ დამარცხდა. სამაგიეროდ, კვლავ მოიგო ტურინის “იუვენტუსმა” და მეოთხე ადგილამდე აღზევდა.
ტურის დასკვნითი შეხვედრა ტურინში მოულოდნელად დაიწყო: ჯორჯო კიელინის ფეხს ფედერიკო ბერნარდესკი გამოედო და დანიელე ორსატომაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ჯიჯი ბუფონი კი იოსიპ ილიჩიჩის დარტყმულს ვერ გაუმკლავდა და ანგარიში გაიხსნა. “იუვე” მდევრის როლში დიდხანს არ ყოფილა. მალევე, პატრის ევრას მაღალ გადაცემას ხუან კუადრადო გამოეხმაურა და თავით მეტად უცნაური გოლი გაიტანა. კოლუმბიელს თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა არ აღუნიშნავს. ამის მერე არცთუ თვალსასეირო და დალაგებული თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შევხედრის ბოლოსკენ “ფიორენტინა” მაინც გატყდა – მე-80 წუთზე მარიო მანჯუკიჩმა დააწინაურა “ბებერი ქალბატონი”, ხოლო მსაჯის კომპესირებულ დროში პაულო დიბალამ ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლი შეაგდო. “იუვემ” მიჯრით მე-6 თამაში მოიგო და “რომას” ადგილი გაუცვალა, ხოლო “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
“ნაპოლიმ” კი ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო. მაურიციო სარის გუნდმა ერთი კვირის წინ ბოლონიაში წაგებას “სან პაოლოზე” “რომასთან” მხოლოდ ფრე მიაყოლა. მთლიანობაში ნეაპოლიტანელები უპირატესობას ფლობდნენ და თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს პირველ რიგში თავად იყვნენ, მაგრამ შედეგი, რომელიც დაფიქსრიდა უფრო ლოგიკური იყო – 0:0. ამ შედეგით ორივე გუნდი უკმაყოფილი უნდა დარჩენილიყო, რადგან “რომას” “იუვენტუსმა” გაასწრო, ხოლო “ნაპოლი” “ინტერს” კიდევ უფრო ჩამორჩა.
წინა ტურში “მილანმა” მე-19 ადგილოსან “კარპისთან” დაკარგა ორი ქულა და ამჯერად იგივე ბოლოადგილოსან “ვერონასთან” გააკეთა. მართალია, ლომბარდიელები მთელი თამაში დომინირებდნენ და მსაჯთანაც ბევრი პრეტენზიები ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის თამაში კრიტიკას ვეღარ უძლებს. სხვათა შორის, ჯერ კდიევ მოუგებელი “ვერონას” თავკაცის რანგში პირველი ქულა მოიპოვა ჯიჯი დელ ნერიმ, რომელმაც “ჰელასი” 10 დღის წინ ჩაიბარა. ისიც სათქმელია, რომ სტუმართაგან გოლი 38 წლის ლუკა ტონიმ სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
დღეს კიდევ ორი მატჩი ჩატარდა: “კიევომ” შინ “ატალანტას” აჯობა (1:0), ხოლო ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე “ემპოლიმ” დებიუტანტი “კარპი” 3:0 გაანადგურა. ისე, როგორ იქნებოდა, რომ ტოსკანელთა გამარჯვებაში მთავარი სიტყვა ვეტერან მასიმო მაკარონეს არ ეთქვა, ვინაც დუბლი გაიფორმა.
“მილანი” – “ვერონა” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 27 497
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, დე შილიო; ნიანგი (ჩერჩი 82) მონტოლივო (ბერტოლაჩი 78), დე იონგი, ბონავენტურა; ლუის ადრიანო (კუჩკა 62), ბაკა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ვერონა” (4-4-1-1): გოლინი; პიზანო, მარკესი, მორასი, სალა; ვსჟოლეკი (ბიანკეტი 79), სილიგარდი (იანკოვიჩი 78), გრეკო (გომესი 81), იონიტა; ვივიანი; ტონი
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
გოლები: 1:0 ბაკა (52), 1:1 ტონი (57, პენ)
გაფრთხილება: ბონავენტურა (72), აბატე (73), კუჩკა (86) – მორასი (60), პიზანო (68), ვსჟოლეკი (71), იონიტა (72), მარკესი (84), გოლინი (84)
გაძევება: დე იონგი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 8 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 7:2
მსაჯი: პაოლო ვალერი
“კიევო” – “ატალანტა” 1:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 12 000
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, კასტრო; ბირსა (რიგონი 86); პალოსკი (მ’პოკუ 81), მეჯორინი (ინგლეზე 77)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი (მონაკელო 79), პალეტა, კერუბინი, ბრივიო; კურტიჩი, დე რუნი, გრასი (სტენდარდო 70); გომესი, დენისი, მორალესი (ბელინი 65)
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლი: 1:0 ბირსა (76)
გაფრთხილება: დაინელი (21), რადოვანოვიჩი (32), ჰეტემაი (36) – რაიმონდი (37), გრასი (47), კურტიჩი (90, 90)
გაძევება: კერუბინი (66), კურტიჩი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 6:0
მსაჯი: ფაბრიციო პასკუა
“ემპოლი” – “კარპი” 3:0 (0:0)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 8 500
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი (კროჩე 70), პარედესი, ბუჩელი (დიუსე 77); საპონარა; მაკარონე (ლივაია 64), პუჩიარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი (გაბრიელ სილვა 73), გალიოლო; მატოსი, კოფიე, პაშიუტი (ბორიელო 52), ლოლო; მარტინიო (დი გაუდიო 52); ლასანია
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გოლები: 1:0 მაკარონე (46), 2:0 საპონარა (51), 3:0 მაკარონე (61)
გაფრთხილება: გალიოლო (65), დი გაუდიო (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:7
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“ნაპოლი” – “რომა” 0:0 (0:0)(მიმოხილვა)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 36 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 67), იგუაინი, ინსინიე (ელ კადური 88)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი (ვაინკე 88), მანოლასი, რიდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; სალაჰი (იტურბე 76), ჯეკო, იაგო ფალკე (გიომბერი 82)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გაფრთხილება: ალბიოლი (59), მერტენსი (71) – გიომბერი (90), ნაინგოლანი (90), დე როსი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 3 (0) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“იუვენტუსი” – “ფიორენტინა” 3:1 (1:1) (მიმოხილვა)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38 000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა (სტურარო 62), მარკიზიო, პოგბა, ევრა (ალექს სანდრო 77); დიბალა, მანჯუკიჩი (მორატა 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო (როსი 86), ალონსო (პასკუალი 85); ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (მატი ფერნანდესი 86); კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (3, პენ), 1:1 კუადრადო (6), 2:1 მანჯუკიჩი (80), 3:1 დიბალა (90)
გაფრთხილება: პოგბა (52), მანჯუკიჩი (72), მარკიზიო (75) - ალონსო (33), ბორხა ვალერო (56), ილიჩიჩი (68), ვესინო (72), პასკუალი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 5 (1) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დანიელე ორსატო