ჩოგბურთი

20:23 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელებს გზა რუმინელმა გადაუღობა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული რუმინელი ელენა გაბრიელა რუსე გახდა, რომელმაც გზად 2 ქართველი მეტოქე ჩამოიცილა.

გადამწყვეტ მატჩში მე-4 ნომრად განთესილ რუსეს პირველი რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე დაუპირისპირდა და 6:1, 6:7 (3:7), 2:6 დამარცხდა. ნახევარფინალში რუმინელმა ჩოგბურთელმა მე-2 ნომრად მიჩნეულ სოფო ქვაცაბაიას 5:7, 6:1, 6:1 სძლია.

0.117374