მაქსიმალური შედეგით 7-დან 7 გამარჯვებით მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული თანატოლთა შორის დავით ლომთაძემ და მარიამ გვათუამ.
თბილისის პირველობაზე 7 წლამდე ასაკის ბიჭუნებს შორის ლომთაძეს ერთი ქულით ჩამორჩნენ: ნიკა არუდაშვილი და გიორგი ჯახუა.
ანალოგიური ასაკის გოგონათა შორის გამარჯვებულ გვათუაზე ერთი ქულით ნაკლები დააგროვა ანა შერაზადიშვილმა. 5 ქულით მე-3 ადგილი მარიამ ჭეჭელაშვილმა დაისაკუთრა.