სხვა

19:50 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ახალგაზრდა მოციგურავეებთან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი სეოკ-ის ოფისში ახალგაზრდა მოციგურავეებს შეხვდა და ბუდაპეშტში ფიგურულ მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირზე – “სანტა კლაუსის თასი” წარმატებით გამოსვლა მიულოცა.

სხდვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონები გახდნენ ანა დეა გულბიანი-შმიდტი, ნიკოლოზ ეგაძე და ნატალია ლომინეიშვილი. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეკატერინე იაზადმა, ხოლო ინგა ფუტკარაძე მე-11 იყო.

მთლიანობაში მოციგურავეებმა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ტურნირზე, რომელშიც 30-მდე ქვეყნის ნორჩი მოციგურავე გამოდიოდა.

შეხვედრაზე მამაუკა ხაბარელმა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა მადლობა გადაუხადეს მწვრთნელებს და ბათუმის საციგურაო სპორტული სკოლის დირექტორს ირაკლი ბერიძეს გაწეული სამუშაოსთვის.

მამუკა ხაბარელმა ახალგაზრდა სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14029