რაგბი

18:24 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ყოჩებმა” “არმაზს” ისევ მოუგო

ბოლნისის “ყოჩებმა” თბილისის “არმაზს” ორი კვირის თავზე მეორედ მოუგო და ექვსეულში პოზიციები გაიმყარა, მისი მეტოქე კი, კვლავაც მოგების გარეშე სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება და დიდ 10-ში დარჩენა ძლიერ გაუჭირდება.

ორი კვირის წინ, “შევარდენზე” გამართულ მატჩში ლელო არ გასულა და მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა დამრტყმელი დავით კიკნაძე პროცენტულად თემურ სოხასძეზე ზუსტი იყო, “ყოჩებმა” ის თამაში 15:12 მოიგეს. ამჯერად გუნდებმა თითი-თითო ლელო გაიტანეს, კარში დარტყმები “არმაზს” არ წაუვიდა, მაგრამ გამარჯვებული კვლავ ბოლნისელები დარჩნენ, ოღონდ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით 17:8 და აუტსაიდერს პრემიალური ქულაც აღარ შეხვდა.

თამაშის დღეს მზე ანათებდა, მაგრამ ძლიერი ქარი უბერავდა და მან მატჩის მსვლელობაზე საკუთარი გავლენა იქონია. სწორედ ქარის შედეგია, საქართველოს ჩემპიონატის ორ გამორჩეულ ჩუბინს რამდენიმე დარტყმა რომ გაუცუდდათ, მაგრამ გარემო პირობებს ალღო უკეთ სოხაძემ აუღო. ესეც რომ არა, საერთო ჯამში შედეგი მაინც ლოგიკურია, რადგან “ყოჩები” უფრო შემოქმედებით რაგბის თამაშობდა და მეტი სალელოვე შესაძლებლობაც ჰქონდა. გარდა ამისა, ბოლნისელები მძლავრობდნენ შერკინებაში, ხოლო “არმაზს” დისციპლინაში უჭირდა და ხშირად ჯარიმდებოდა.

პირველ ტაიმში ქარი თბილისელთა სასარგებლოდ ქროდა, მაგრამ პირველი ხიფათი ბოლნისელებმა შექმნეს. ალექსი ხუციშვილი საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, ხაზი გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, უპირატესობაც შეიქმნა, მაგრამ ლევან შენგელიას 22-ის ხაზთან ბურთი წინ გადაუვარდა. მე-10 წუთზე უკვე “არმაზს” შეეძლო კონტრშეტევაზე ეხეირა, ამჯერად ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი გარემარბი, მურაზ გიორგაძე გაიქცა, მერე ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიყვა, მაგრამ დარტყმის ძალა ოდნავ ვერ გათვალა და როცა ბურთი დაამიწა, ის დაახლოებით ნახევარი მეტრით იყო პირით ხაზს გაცდენილი.

აქედან მოყოლებული გარკვეული დროით სათამაშო უპირატესობას ქარით ზურგ გამაგრებული “არმაზი” დაეუფლა. კიკნაძეს პირველ ჯერზე არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მისი გუნდი მეტოქის ნახევარზე დარჩა, წინსცვლა რომ აღარ იყო, კიკნაძემ მეორედაც დაჰკრა თამაშიდან და ამჯერად ანგარიში გახსნა. ამას ისიც დაერთო, რომ მალე “ყოჩები” შერკინებაში დაჯარიმდა, მაგრამ დავითს 40 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. ამასობაში ბოლნისელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მეტოქის 22-ში რომ ვერ შეაღწიეს, გიორგი ბეგაძემ რაქიდან ფეხით გადაკიდა ბურთი, მას ხუციშვილი და ლევან გოგოლაშვილი მიყვნენ და ამ უკანასკნელს პოზიციაც ისეთი ჰქონდა, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოვალი მცველისთვის ხელსაყრელად ახტა და ლელო არ შედგა.

36-ე წუთზე შერკინებაში უკვე “არმაზი” დაჯარიმდა და სოხაძემ 22-ის ხაზიდან წონასწორობა აღადგინა. სულ ბოლოს ჯარიმის გატანის მორიგი შანსი კიკნაძემ მიიღო, მაგრამ ქარმა მას მიზნის გასწორებაში ხელი შეუშალა.

განახლდა თუ არა თამაში, ირაკლი ცხადაძე მიხეილ გაჩეჩილაძეზე შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. “ყოჩებმა” მეტობა კარგად გამოიყენა და 3 სალელოვე შანსი შექმნა, რომელთაგან ერთი 5 ქულად აქცია. პირველ ჯერზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ბეგაძე გაიქცა, მაგრამ მას არავინ მიყვა და აუტში გადაიყვანეს, მერე გაჩეჩილაძემ შეუტია კარგად, ამჯერად რიცხობრივი უპირატესობა მარცხენა ფლანგზე შეიქმნა, მაგრამ გიორგი ხარშილაძემ სოხაძის არცთუ კარგი პასი ვერ შეიმაგრა, მაგრამ 1 წუთში ლელო მაინც გავიდა. “ყოჩებმა” შერკინებაში იმძლავრა, იქიდან გამოსული ბურთი სიჩქარეაკრეფილმა ლევან გოგოლაშვილმა მოიხელთა და მართალია შებოჭეს, მაგრამ გიორგი ტყეშელიაძეს კარგი ოფლოუდი მაინც გაუხარხა, ის კი, ლელოში შეხტა. სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა.

“არმაზს” მალევე ჰქონდა შანსი, რომ მინიმუმ ჩამორჩენა 2-ქულამდე დაეყვანა, მაგრამ კიკნაძეს 54-ე და 57-ე წუთებზე დარტყმები გაუცუდდა. პასუხად, “ყოჩებმა” ხელდახელ ბურთაობით შეუტია, მეტოქეს ისღა დარჩენოდა დაჯარიმებულიყო და სოხაძემ 22-ის ხაზიდან ანგარიში 11:3 გახადა. ამის შემდეგ “არმაზი” არც კი დაფიქრდა, ისე ითამაშა ლელოზე და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ, მათი მოლი ზედ ლელოს ხაზამდე მივიდა და იქ გამართული დიდი ჭიდილის შემდეგ, მიზანს გუნდის კაპიტანმა გიორგი სოსელიამ უწია, მაგრამ გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო.

რადგან ამჯერად ზურგქარი ბოლნისელთა მხარეს იყო, სოხაძემ თითქმის ცენტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და საკუთარი გუნდი უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ “ყოჩებმა” თითქოს ლელოც გაიტანა - შეცვლაზე შესულმა გიორგი კაჭარავამ, რაქიდან ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ხუციშვილი მიყვა და სანამ პირით ხაზს გაცდებოდა თითქოს დაამიწა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს. სამაგიეროდ შემტევმა გუნდმა 3 ქულა მიიღო, რადგან “არმაზი” კარის წინ 10 მეტრში დაჯარიმდა და სოხაძე მარტივი მდგომარეობიდან არ შეცდა. საფინალო სასტვენამდე 3 წუთი რჩებოდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და “ყოჩებმაც” წლის ბოლო მატჩში 17:8 იმარჯვა, ხოლო “არმაზი” 2015 წლის დასრულებამდე ბოლო გადადებულ თამაშსაც მოილევს და სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას “ლოკომოტივთან” შეეცდება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი (დიდი 10). II ტური (გადადებული)

13 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”

ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) 17:8 (3:3)

ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ნიკა ცირეკიძე, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. თემურ ჯინჭარაძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. ლევან შენგელია, 4. დემურ ეფრემიძე, 5. დავით გრძელიშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ხოსიტაშვილი, 17. ბაჩანა გოგიშვილი, 18. გიორგი ჯაშიტაშვილი, 19. ბექა გუგეშაშვილი, 20. რატი გარუჩავა, 21. გიორგი კაჭარავა, 22. გიორგი მელაძე, 23. რატი ურუშაძე.

1 ლელო: ტყეშელიაძე

4 ჯარიმა: სოხაძე

არმაზი: 15. დავით კიკნაძე, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. ვილიამ კაიფაჯიანი, 11. სანდრო სვანიძე, 10. ვასილ ლობჟანიძე, 9. რევაზ ბროძელი; 1. თორნიკე ჯიბლაძე, 2. გიორგი სოსელია, 3. შოთა მელიქიძე, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. გიგა ფრიდონიშვილი, 6. ნიკოლოზ გიგაური, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. ირაკლი ნარსავიძე, 17. გოგა ხუროშვილი, 18. დავით ფხაკაძე, 19. შოთა კანდელაკი, 20. ოთარ მინაშვილი, 21. საბა ბერაძე, 22. ლაშა სირაძე, 23. თორნიკე ხურცილავა.

1 ლელო: სოსელია

1 არეკნი: კიკნაძე

1 სინბინი: ცხადაძე

13/12

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

12

9

1

2

2

1

0

221:165

+56

23/14

41

2

ბათუმი ბათუმი

12

8

1

3

1

3

0

201:158

+43

16/06

38

3

ჯიქი გორი

12

7

1

4

3

2

0

193:135

+58

22/09

35

4

ლოკომოტივი თბილისი

11

7

0

4

1

4

0

216:165

+51

22/11

33

5

აია ქუთაისი

11

7

1

3

1

1

0

178:143

+35

12/10

32

6

ყოჩები ბოლნისი

11

6

0

5

1

3

0

178:169

+9

14/14

28

7

აკადემია თბილისი

12

5

0

7

0

3

0

114:168

-54

07/17

23

8

ხარები რუსთავი

12

4

0

8

0

4

0

141:197

-56

11/22

20

9

არმია თბილისი

12

2

1

9

0

6

0

195:268

-73

13/31

16

10

არმაზი თბილისი

11

0

1

10

0

6

0

145:214

-69

12/18

8

21 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

0.153587