ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია სიკვდილის ჯგუფში არ მოხვდა.
ბენილუქსელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ იტალიისგან, ირლანდიის და შვედეთისგან შემდგარი E ჯგუფი, უბრალოდ დაძაბული იქნება.
“ცხადია რთული ჯგუფია. სიკვდილის ჯგუფი? არა, ასეთი არ არსებობს – ეს უბრალოდ დაძაბული ჯგუფი იქნება და მეტი არაფერი. ირლანდიის და შვედეთის დამარცხება კიდევ შეიძლება, ხოლო იტალიასთან პირველი მატჩი მეტად რთული იქნება. ჯგუფში ფავორიტები ბელგია და იტალია არიან.” – განაცხადა ვილმოტსმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
პირველ მატჩს ბელგიის ეროვნული გუნდი იტალიის წინააღმდეგ 13 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.