გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ, მეტოქე ნაკრებები შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, ფავორიტები ვართ და ჯგუფში პირველობა გვინდაო.
“პირველივე მატჩიდან კონცენტრირებულნი ვიქნებით. პოლონეთი დიდებული გუნდია. ამავდროულად უკრაინას და ჩრდილოეთ ირლანდიასაც შეუძლიათ საფრთხეები შეგვიქმნას, თავიანთი შეტევებით და მტკიცე დაცვით. ფავორიტები ვართ და ჯგუფის მოგება გვინდა.” – ციტირებს ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ბუნდესნაკრები ჩ ჯგუფში პოლონეთთან, ჩრდ. ირლანდიასთან და უკარინასთან ერთად მოხვდა. გერმანის პირველ შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ 12 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.