ფეხბურთი

21:42 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიგურდსონი: “ისლანდიას ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი ექნება”

ისლანდიის ეროვნული ნაკრების და “სუონსის” ნახევარმცველმა გილფი სიგურდსონმა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ისლანდიას მომავალ ტურნირზე შანსი აქვს.

“ყველაფრის მიუხედავად, არ შემიძლია ნასიამოვნები არ ვიყო, რადგან ჯგუფში გერმანია, ესპანეთი და იტალია არ მოხვდა. გაანალიზებული მაქვს, რომ დაძაბული თამაშები გვექნება, თუმცა თუ ისე ვითამაშებთ, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვფიქრობ ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვექნება.” – განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს სიგურდსონმა.

ისლანდიის ეროვნული გუნდი F ჯგუფში ავსტრიასთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას ისლანდია პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.112374