მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის მე-16 ტურში “ინგოლშტადტის” 2:0 დამარცხებით, ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
მიუნხენური სუპერ-კლუბი გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ზამთრის ჩემპიონობა.
2011/2012 წლების სეზონში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საბოლოოდ “ბაიერნი” მაინც ჩამოიტოვა და მას ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არ დაანება, მაგრამ მომდევნო სამ სეზონში ოქრო მიუნხენელებს შეხვდათ.
ახალ წლამდე ბუნდესლიგაში კიდევ ერთი ტურია გასამართი, მაგრამ “ბაიერნი” “დორტმუნდს” უკვე 8 ქულით უსწრებს. მართალია დორტმუნდელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და “აინტრახტს” დღეს მასპინძლობენ, მაგრამ რაც არ მოუნხდეს, 2016 წლამდე “ბაიერნს” ვეღარ გადაასწრებენ.