ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, გუშინ გამართული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთს, თურქეთს და ხორვატიას შეხვდება.
“რთული ჯგუფია. წარსულში ვნახეთ, რომ ზოგიერთმა გუნდმა ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. შევეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მესამედ გავხდეთ და ეს იქნება გმირობა, რომლის მსგავსი აქამდე არავის ჩაუდენია. თამაში მოგვიწევს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც მოგებული აქვთ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები” - უთხრა AS-ს დელ ბოსკემ და კმაყოფილი დარჩა იმითაც, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მოგვიანებით ჩაებმება:
“კარგია ბრძოლაში 13 ივნისს რომ გვიწევს ჩართვა, რადგან 3 დამატებით დღეს მივიღებთ და დროს მოვიგებთ. გვსურდა, რომ ტურნირში მოგვიანებით ჩავრთულიყავით, რადგან, შესაძლოა, ესპანურ კლუბებს ევროთასების ფინალურ მატჩებში მოუწიოთ მონაწილეობა”.