ფეხბურთი

10:19 | 13.12.2015 | ნანახია 1586 - ჯერ

დვალიშვილმა “პოგონში” დუბლი შეასრულა

ლადო დვალიშვილმა დუბლი შეასრულა პოლონურ ექტსრაკლასაში. “პოგონმა” 2:0 სძლია “პოდბესკიძიეს” და მეოთხე ადგილზეა, ქართველმა ფორვარდმა კი მეორე ტაიმში ითამაშა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. პირველი გოლი თავით გაიტანა, მეორე კი ცაციით: საჯარიმოში კარიდან ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, მცველს კორპუსით დაუფარა, მოტრიალდა და ზუსტადაც დაარტყა.

“პოგონის” მწვრთნელი ჩესლავ მიხნიევიჩი ერთი კვირის წინ ამბობდა, ლადოს იმედი მაქვს, გოლების გატანას დაიწყებსო და აი, ქართველმა მშრალი სერიაც დაასრულა.

კვიპროსზე ”ანორთოსისმა” გასვლაზე 1:0 სძლია აელ ლიმასოლს და აეკ ლარნაკასთან ერთად ლიდერობს ცხრილს. მოგებულთა შორის ორმა ქართველმაც ითამაშა. ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად, ხოლო გიორგი აბურჯანიამ 61-ე წუთამდე.

“პაფოსმა” სტუმრად წააგო სწორედ აეკ ლარნაკასთან (0:3) და ბოლოდან მესამე საფეხურზეა. “პაფოსში” შეუცვლელად ითამაშეს როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ, ნიკა გელაშვილმა და ლევან ხმალაძემ, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი 69-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

ბოლოსწინა პოზიციაზეა შოთა გრიგალაშვილისა და ბექა ტუღუშის “აშნა”, რომელმაც 1:1 ითამაშა “დოქსასთან”. ქართველები შეუცვლელად გაისარჯნენ.

და საფრანგეთში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” 1:1 დაასრულა მატჩი “ნიცასთან”. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, ჩვეულად დიდი სამუშაო გასწია ცენტრში და ასევე, გაფრთხილებაც მიიღო მატჩის ბოლო წუთებზე. უკვე ძალიან იშვიათია მატჩი, რომელშიც ჯაბას ყვითელ ბარათს არ უჩვენებენ.

თურქეთის სუპერლიგაში “რიზესფორმა” 3:0 აჯობა”ტრაბზონსფორს” და მერვეზეა. ნიკა ძალამიძეს არ უთამაშია: განაცხადშიც არ იყო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:30 | 13.12.2015
stoikovich (5984)

ჯაბა და ყვითელი განუყოფელია

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მეონა კარიერა დაამთავრა
წარმატებები

14:23 | 13.12.2015
ika_juve (1742)

მეთქი ბარსაში გადასულა და არ ვიცოდი DDDD

13:23 | 13.12.2015
barca_giorgi (385)

ცხადაძესაც და გელაშვილსაც ჯობია და ჯობდა ყოველთვის

14:06 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

მაგათ ნამდვილად ჯობია. მჭელიძესა და ვაწაძეს მერე მესამე ფორვარდია

14:43 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

და მარცვალაძის მერე კიდევ დამავიწყდა

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მე ქვილითაია მირჩევნია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132061