კვირას შუადღისას, 14 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე “დიდი 10”-ის მე-2 ტურის გადადებული თამაში გაიმართება, რომელშიც ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “არმაზს” მასპინძლის რანგში დაუხვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა ჩემპიონატში ბოლოს ორი კვირის წინ ითამაშეს და მაშინაც “შევარდენზე” ერთმანეთს შეხვდნენ. ეს მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა, მაყურებელმა ლელო ვერ იხილა, მაგრამ ბოლომდე შენარჩუნდა დაძაბულობა. შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, ბოლო წუთებზე “არმაზს” ჯარიმა კარში რომ დაერტყა, მაგრამ მისი მდგომარეობის გათვლისწინებით, 1 და 2 ქულის აღებას შორის დიდი ვერაფერი სხვაობაა. შედეგად, თბილისელებმა ლელოც ვერ გაიტანეს და 12:15 დამარცხდნენ.
ერთი კვირის წინ, მე-12 ტურში, “ყოჩებს” ქუთაისის “აიას”, ხოლო “არმაზს” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ საქართველოს 7-კაცა ნაკრების დუბაის ტურნირზე მონაწილეობის გამო, ისინი გადაიდო და “ყოჩები”-აია” 2016 წლის იანვარში გაიმართება, ხოლო “ლოკომოტივი” “არმაზს” 21 დეკემბერს ეთამაშება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი (დიდი 10). II ტური (გადადებული)
13 დეკემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი)
8/12 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ლელო სარასენს თბილისი | 12 | 9 | 1 | 2 | 2 | 1 | 0 | 221:165 | +56 | 23/14 | 41 |
2 | ბათუმი ბათუმი | 12 | 8 | 1 | 3 | 1 | 3 | 0 | 201:158 | +43 | 16/06 | 38 |
3 | ჯიქი გორი | 12 | 7 | 1 | 4 | 3 | 2 | 0 | 193:135 | +58 | 22/09 | 35 |
4 | ლოკომოტივი თბილისი | 11 | 7 | 0 | 4 | 1 | 4 | 0 | 216:165 | +51 | 22/11 | 33 |
5 | აია ქუთაისი | 11 | 7 | 1 | 3 | 1 | 1 | 0 | 178:143 | +35 | 12/10 | 32 |
6 | ყოჩები ბოლნისი | 10 | 5 | 0 | 5 | 1 | 3 | 0 | 161:161 | =0 | 13/13 | 24 |
7 | აკადემია თბილისი | 12 | 5 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 114:168 | -54 | 07/17 | 23 |
8 | ხარები რუსთავი | 12 | 4 | 0 | 8 | 0 | 4 | 0 | 141:197 | -56 | 11/22 | 20 |
9 | არმია თბილისი | 12 | 2 | 1 | 9 | 0 | 6 | 0 | 195:268 | -73 | 13/31 | 16 |
10 | არმაზი თბილისი | 10 | 0 | 1 | 9 | 0 | 6 | 0 | 137:197 | -60 | 11/17 | 8 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო | 8/12 @ 17.00 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |