იტალიური “ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი მცველის გილერმო ვარელას შეძენას ეცდება.
ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი წერს.
22 წლის სამხრეთამერიკელმა ბოლო რამდენიმე წელიწადი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის”რეალის” ახალგაზრდულ გუნდებში გაატარა. მიმდინარე სეზონში ვარელა დაწინაურდა და ლუი ვან გაალის გუნდში ორი თამაში ჩაატარა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი გილერმოს დიდ სათამაშო დროს მაინც არ დაუთმობს.
ვარაუდობენ იმასაც, რომ “ნაპოლიში” გადასვლის შემთხვევაში, მას მომენტალურად გაანათხოვრებენ სერია A-ს რომელიმე სხვა გუნდში, რათა იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია გაიაროს. მეორე მხრივ, “მანჩესტერი” რამდენიმე წლის წინ ანაზღაურების გარეშე შეელია პოლ პოგბას და ძნელად დასაჯერებელია, ახლა კარგი კომპენსაციის გარეშე დაშორდნენ პერსპექტიულ ურუგვაელს.