ფეხბურთი

15:25 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” თვალი ბრაზილიელ თინეიჯერს დაადგა

ტურინის “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან” ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრების მცველის, როჟერიოს შეძენას ეცდება.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პერსპექტიული მარცხენა მცველი, რომელსაც 18 წელი იანვარში უსრულდება, სამშობლოში უკვე მონათლეს “ახალი მარსელოს” სახელით.

ტრანსფერი სააგენტო Doyen Sport-ის შუამავლობით უნდა განხორციელდეს. ვარაუდობენ, რომ როჟერიო “ბებერი ქალბატონის” ასევე ბრაზილიელი მცველის, 24 წლის ალექს სანდროს შემცვლელი გახდება, რომელმაც თავის მხრივ, სასტარტო შემადგენლობაში ფრანგი ვეტერანი პატრის ევრა უნდა ჩაანაცვლოს.

0.115124