უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დარწმუნებულია, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტს გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს.
ფრანგი ფუნქციონერის აზრით, მისი დასჯის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და განხილვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ფიფას ეთიკის კომიტეტის პრეს-მდივნის, ანდრეას ბანტელის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ პლატინი საფეხბურთო საქმიანობიდან რამდენიმე წლით მოიკვეთება.
შეგახსენებთ, პლატინის ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერთან ერთად, 90-დღიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მიზეზი 2011 წელს ფიფას მხრიდან ფრანგისთვის გადარიცხული 1,8 მილიონი ევროა.
“ბანტელის სიტყვები უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ნათელი გამოვლინებაა. ამით ნათლად ჩანს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. გადაწყვეტილება მიღებულია და ეს სამარცხვინო საქციელია” – გადმოგვცემს პლატინის სიტყვებს L’Equipe.