ფეხბურთი

14:11 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი ჩილეს თავკაცად რჩება

ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს დაკავებული თანამდებობის დატოვებას აპირებს.

უფრო ადრე პრესაში გაჟღერდა, რომ არგენტინელი სპეციალისტის მიმართ ინტერესს ბრაზილიური “ფლამენგო” და ესპანური “ვალენსია” იჩენდნენ, მაგრამ ამ კლუბების ხელმძღვანელებმა ვაკანტურ თანამდებობებზე სხვა მწვრთნელები დანიშნეს - შესაბამისად, მაურისიო რომალო და გარი ნევილი.

ამრიგად, სამპაოლი, რომელსაც ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს, ჯერჯერობით დაკავებულ თანამდებობაზე რჩება და მისი მომავალი 2016 წლის იანვარში გაირკვევა.

საქმე ისაა, რომ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სერხიო ხადუე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მას ფიფას კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში ედება ბრალი. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 4 იანვარსაა დანიშნული. ამის შემდეგ ნაკრების თავკაცი ახალ ხელმძღვანელობას შეხვდება და საკუთარ მომავალზე დაელაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ სამპაოლი, ხოსეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკესთან ერთად, წლის მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი.

0.068259