ფეხბურთი

13:04 | 12.12.2015 | ნანახია 1326 - ჯერ

ნეგრედომ “ბარსელონას” უარი უთხრა

“ვალენსიას” ფორვარდ ნეგრედოს კარიერის ექვსი თვით “ბარსელონაში” გაგრძელების შანსი ჰქონდა, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელმა შეთავაზება იუარა.

Sport.es-ის ცნობით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი “ღამურებს” უფასო იჯარაზე შეუთანხმდა, მაგრამ თავად ნეგრედოსთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

თავდამსხმელი თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო, როდესაც გუნდს ნუნუ ავარჯიშებდა, მაგრამ “ღამურების” მთავარ მწვრთნელად გარი ნევილის დანიშვნის შემდეგ, მან უკვე მიიღო თავის გამოჩენის შანსი და ნეგრედომაც “მესტიალიაზე” დარჩენა გადაწყვიტა.

30 წლის ფეხბურთელმა კარგად გაათვითცნობიერა, რომ მაშინ, როდესაც მესი-სუარესი- ნეიმარის ტრიო საუკეთესო ფორმაშია, მას საკმარისი სათამაშო დრო “ბარსელონაშიც” არ ექნებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ნეგრედოს “ვალენსიას” შემადგენლობასი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ნათამაშები აქვს და შესაბამისად, ამ ტურნირში “ბარსელონას” მაისურით ვეღარ ჩაერთვებოდა.

მოკლედ, ნეგრედომ გადაწყვიტა “ვალენსიაში” დარჩეს და სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს, რათა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების 23-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი ჰქონდეს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, ნეგრედომ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:01 | 12.12.2015
stoikovich (5984)

სწორად გაუთვლია.

13:59 | 12.12.2015
federer (17) (15576)

იცოდა სკამის გასათბობად მოუწევდა ჩასვლა და სულელი ხომ არაა ამხელა კაციი

14:18 | 12.12.2015
ეშლი იანგი (6461)

არდაც მასე უნდა მოქცეულიყო

13:30 | 12.12.2015
fidofido (3392)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:28 | 12.12.2015
fidofido (3392)

ნეგრედო რაჯანდაბად გვინდა:დ? სათადარიგო სკამის სახეხად? ერთი თავდამსხმელი გვჭირდება მაგრამ ახალგაზრდა და პერსპეკტიული მუნირის იმედი ნაღდად არმაქვს მაგისგან ექსტრა კლასის თავდამსხმელი არდადგება

18:58 | 12.12.2015
gogssi (3755)

რატო არ დადგება? აბა რამე საშუალო გუნდში მოხვდეს თU არ გამოიჩენს თავს. ეგრე მორატაც არ ეიმედებოდათ რეალში და ხო ნარე იუვეში რაც ქნა, დრო არ აქვს უბრალოდ მუნირს რომ თავი წარმოაჩინოს.

0.119951