კალათბურთი

22:38 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,რუსთავთან’’ შეიძლება გოგოძემაც ითამაშოს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურში, თუ გუნდის ხელმძღვანელობა ნებას დართავს, შეიძლება ტრავმამოშუშებულმა, ,,დინამოსა’’ და უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემაც ითამაშოს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,დინამოს’’ ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ განუცხადა.

აღნიშნულ ტურში ,,დინამოს’’ მეტოქე ,,რუსთავი’’ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გოგოძემ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში ,,ბათუმთან’’ შეხვედრის დროს მხრის დაზიანება მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

0.10483