“ვთბ-ლიგაში”, სადაც თბილისის “ვითა” ასპარეზობს, მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ხიმკის” გამთამაშებელი ალექსეი შვედი დაასახელეს.
“ხიმკიმ” “ლოკომოტივს” 101:82 მოუგო. შვედმა გუნდს 32 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. შვედის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +34 უწია.
შეგახსენებთ, რომ შვედი გასულ წლებში “მინესოტას”, “ფილადელფიას”, “ჰიუსტონის” და “ნიუ იორკის” ღირსებას იცავდა.