ლონდონის “არსენალი” რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” თავდამსხმელ ალექსანდრ კოკორინის სამსახურით ინტერესდება. ამის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია” წერს. წყაროს ცნობით, მოსკოველები 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ კოკორინს “დინამოსთან” კონტრაქტი დამდეგი წლის ივნისში ეწურება და “არსენალს” ზაფხულში მისი დამატება უფასოდ შეეძლება.
ალექსანდრ კოკორინი “დინამოს” სკოლის აღზრდილია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში კი კოკორინმა აქამდე 36-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრების კარში.