ფეხბურთი

16:13 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა ბრენეტს მესი-ნეიმარი-სუარესის შეჭმა უნდა...

ჰოლანდიის ჩემპიონ “პსვ ეინდჰოვენის” მარჯვენა მცველ ჯოშუა ბრენეტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონასთან” სურს. როგორც 21 წლის მცველი ამბობს, პსვ-ს ყველა შესაძლო მეტოქე ძლიერია, მაგრამ პირადად მას ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის წინააღმდეგ დაპირისპირება უნდა.

“ყველა გუნდი ძლიერია, მაგრამ ძალიან მინდა “ბარსელონა” შეგვხვდეს. განსაკუთრებით კარგი მათ წინააღმდეგ თამაში ნახევარფინალში ან ფინალში იქნებოდა.

მესი, ნეიმარი და სუარესი? – ჩვენ მათი ცოცხლად შეჭმა შეგვიძლია”, - თქვა ბრენეტმა.

“ეინდჰოვენი” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა. სხვათა შორის, მას მერე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არცერთ ჰოლანდიურ გუნდს არ გადაულახავს. მერვედფინალის წილისყრა კი, ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება.

0.116181