ჩოგბურთი

1:51 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია მეოთხედფინალში

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწიეს.

პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ხორვატ მარიანა დრაჟიჩს 6:1, 6:2 მოუგო და შემდეგ წრეში უკრაინელ ალიონა ფომინას (მე-7) ეთამაშება.

მეოთხედფინალში ითამაშებს მე-2 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიაც, რომელმაც იაპონელ საცუკი ტაკამურას 6:7 (5:7), 7:6 (7:3), 6:1 სძლია. სოფოს მომდევნო მეტოქე პეტია არშინკოვა (მე-5) იქნება.

ვაჟთა ანალოგიური ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა გიორგი ჯავახიშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ნომრად განთესილ იტალიელ რიკარდო ბელოტისთან 2:6, 2:6 წააგო.

0.118031