კალათბურთი

0:50 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი” 12 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ევროლიგის ხელმძღვანელობამ ბერძნული “პანათინაიკოსი” 12 ათასი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნულის მიზეზი ათენელი ქომაგების მიერ ესპანური “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩისას მოწყობილი არეულობა გახდა.

ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “პაოს” 8 ათასის გადახდა გულშემატკივრების მიერ მაშხალების ანთების გამო მოუწევს, 4 ათასი კი კლუბს ლაზერული სანათების გამოყენება დაუჯდა.

0.137907