ფეხბურთი

0:06 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერს” დე იონგის დამატება სურს

მიმდინარე სეზონის მთავარ სენსაციას, “ლესტერს” იტალიური “მილანის” ჩამშლელი ნახევარმცველის ნაიჯელ დე იონგის დამატება სურს – იუწყება გამოცემა Calciomercato.Com.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პრემიერლიგის ლიდერს კიდევ უფრო გაძლიერება სურს და რამდენიმე მოთამაშეს ყურადღებით აკვირდება, რომელთა შორის ჰოლანდიელი ფეხბურთელიცაა.

მიმდინარე სეზონში დე იონგს იშვიათად უწევს თამაში. მის ანგარიშზე მხოლოდ 5 ჩატარებული შეხვედრაა, რაც ჯამში 404 წუთს უდრის. ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის უქონლობით უკმაყოფილია და კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.

“ლესტერის” გარდა, 31 წლის ჰოლანდიელით “შალკე” და “ვერდერი” ინტერესდებიან.

0.113109