ფეხბურთი

22:40 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გალოვეი “გუდისონ პარკზე” 2020 წლამდე დარჩება

“ევერტონის” ახალგაზრდა მარცხენა მცველმა ბრენდან გალოვეიმ მერსისაიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “კანფეტების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი “გუდისონ პარკზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

გალოვეიმ მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.063343