არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლას გაიტანმა “ბენფიკასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “არწივების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
27 წლის არგენტინელი “და ლუჟზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იქნება.
გაიტანი “ბენფიკაში” 2010 წელს “ბენფიკადან” გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 225 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
სამხრეთამერიკელმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიური გრანდის მაისური 18-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.