მადრიდის “რეალის” გულშემატკივართა უმრავლესობას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში ტურინის “იუვენტუსთან” სურთ. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” “სამეფო კლუბის” გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვისთან ისურვებდნენ თამაშს ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე.
“იუვემ” აღნიშნულ გამოკითხვაში ხმების 40% მიიღო, მეორე იტალიურ გუნდ “რომასთან” თამაში კი მხოლოდ 4%-ს სურს. ბელგიის ჩემპიონ “გენტმა” 28.2% დააგროვა, კიევის “დინამომ” – 4.2%, ხოლო “პსვ ეინდჰოვენმა” – 7.5%.
შეგახსენებთ, “მარკამ” ანალოგიური გამოკითხვა შარშან, ნახევარფინალების წილისწყრამდეც ჩაატარა და მაშინაც “რეალის” ქომაგთა უმრავლესობას “ბებერ ქალბატონთან” თამაში უნდოდათ და სურვილი აუხდათ კიდეც, იტალიურმა გრანდმა კი აღნიშნული ნახევარფინალი ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და “რეალი” ფინალს მიღმა დატოვა.