ფეხბურთი

20:00 | 10.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ბენზემა გამოძიების დასრულებამდე ნაკრებიდან მოკვეთილია

მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს. როგორც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, ფეხბურთელი “მამლების” რიგებს მანამდე ვერ დაუბრუნდება, სანამ მატიე ვალბუენას საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებენ.

ბენზემამ შესაძლოა საფრანგეთში გასამართი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.

ქარიმს ბრალი მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობაში ედება. როგორც ცნობილია, ბენზემა შუამავალი გახლდათ ვალბუენას და დამნაშავეებს შორის, რომლებიც “ლიონის” ფეხბურთელს ინტიმური ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ.

თავად, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებამ ბენზემას ბრალი დაუმტკიცა, მაშინ ფეხბურთელი ციხეში მინიმუმ 5 წლით ჩაჯდება.

0.065557