ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პორტუს” დამარცხების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ “არისტოკრატებს” ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვთ. მოურინიომ აღნიშნა, ინგლისური გუნდი ფავორიტი არაა, თუმცა არც “ინტერი” და “პორტუ” იყვნენ ფავორიტებიო.
მოურინიომ “დრაკონებს” 2004 წელს, ხოლო მილანელებს 2010 წელს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.
“ჩემპიონობისთვის გუნდი ისე არ უნდა თამაშობდეს, როგორც – ჩვენ. ძალიან რთულია ასეთ კონკურენციაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო გუნდები უნდა დაამარცხო, თუმცა 2004 წელს და 2010 წელს “პორტუ” და “ინტერი” ფავორიტები არ იყვნენ და გაიმარჯვეს. ასევე, ახლა ჩვენც არ ვართ მოგების მთავარი პრეტენდენტები. როდესაც ჩემი გუნდი ფავორიტად ჩათვალეს, მაშინ წავაგეთ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს GOAL-ი.
“ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე 13 ქულით დაასრულა. ევროტურნირზე “არისტოკრატებს” საქმე კარგად მისდით, რასაც ვერ ვიტყვით პრემიერლიგაზე. ინგლისის ჩემპიონატში “ჩელსი” მე-14 ადგილზე 15 ქულით იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწაულია დანკანი
+
უბერებელი, უდიადესი და უკეთილშობილესი. დანკანი ლეგენდაა, ის სტატისტიკაზე, ბეჭდებზე და ასაკზე მაღლა დგას. ის არც მეფეა და არც ჯადოქარი, გენერალ პოპოვიჩის ჯარისკაცია, ძალიან გამოცდილი და თავისი საქმის უბადლო ოსტატი. ტიმი ჩემთვის კალათბურთია.
+
ჯეიმსი ბევრ ვერ აგდებს...
მგელია დანკანი, გალინარიზე მწყდება გული მაგრად ვბალეშიკობ და ტრამვის შემდეგ უჭირს ფორმაში შესვლა
+
დანკანი უბერებელია,უპირობოდ დგას დიადი ლეგენდების გვერდით.აღმოსავლეთის მოულოდნელ ლიდერს მეფემ მიუთითა რეალურად ვინ ზევითაა და ვინ ქვევით,მიუხედავად იმისა რომ კონფერენციის ფინალში ჩიკაგო მგონია კლივლენდის მომავალი მეტოქე,მაინც მშვენიერი იყო სტარტზე კარგად მოთამაშე ტორონტოს საკუთარ კედლებში კავალერიის მიერ ძლევა.ასეა ეს.
+