დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნორვეგიელი სპეციალისტი შეარჩია. დანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევრო 2016-ის შესარჩევი პლეი ოფის შემდეგ გადამდგარ მორტენ ოლსენს, “მალმიოს” ყოფილი თავკაცი ოგე ჰარეიდე შეცვლის. 62 წლის ნორვეგიელი მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება და მისი კონტრაქტი ძალაში 2018 წლამდე იქნება.
ჰარეიდეს ფეხბურთელობისას “მიოლდეში”, “მანჩესტერ სიტისა” და “ნორვიჩში” უთამაშია, 1976-1986 წლებში 50 მატჩში დაიცვა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ღირსება. მწვრთნელობაც მშობლიურ “მიოლდეში” დაიწყო, ამ გუნდის გარდა, სხვადასხვა წლებში წვრთნიდა “ჰელსინგბორგს”, “ბრონდბიუს”, “რუსენბორგს”, “ვიკინგს” და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია