მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში მიმდინარე საფეხბურთო ტურნირის - “შერიფის თასი 2015”-ის მესამე ტურში თბილისის “დინამოს” 17-წლამდელთა გუნდი კიევის “დინამოსთან” 0:1 დამარცხდა.
ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატჩში ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე უკრაინელთა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გავიდა. თამაზ სამხარაძის შეგირდებს გოლის გაშვებამდეც და შემდეგაც ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ, თუმცა გამოყენება ვერ შეძლეს.
თბილისის “დინამომ” მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
ისიანი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, ფოჩხუა, ნინუა, ბასარია, სილაგაძე, ხარაბაძე, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ყურაშვილი, ლურსმანაშვილი, აღდგომელაშვილი, ქაფიანიძე
“შერიფის თასი 2015” 8 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება. ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს: თბილისის "დინამო", კიევის "დინამო", ბულგარეთის "დუნავი", სერბეთის "იაგოდინა" და მასპინძელი "შერიფის" ორი გუნდი (1998 წელს და 1999 წელს დაბადებულები).
თბილისელებმა პირველი შეხვედრა “შერიფი 98”-თან 1:0 მოიგეს, მეორე ტურში კი “იაგოდინასთან” ფრედ 1:1 ითამაშეს. მომდევნო მატჩს ქართველები “დუნავის” წინააღმდეგ 11 დეკემბერს გამართავენ, თამაში 17:00 საათზე დაიწყება.