“ლივერპულმა” სერბულ “ცრვენა ზვეზდას” ახალგაზრდა ნახევარმცველ მარკო გრუიჩის შეძენის სურვილით ოფიციალურად მიმართა.
Sport Mediaset-ის ცნობით, წინადადების ფინანსური მხარე და სხვა დეტალები ჯერკერობით უცნობია.
19 წლის ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში დამკვიდრდა და სერბეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
“ლივერპული” ერთადერთი ევროპული გრანდი არაა, რომელიც გრუიჩით დაინტერესდა. ინგლისურ კლუბს კონკურენციას მილანის “ინტერი” გაუწევს.