იტალიური “ნაპოლის” წამყვანი ფეხბურთელების ერთი ნაწილი, დღეს საღამოს ევროპის ლიგის მე-6 ტურში “ლეგიას” წინააღმდეგ არ ითამაშებს.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დასვენების საშუალება მისცეს მეკარე პეპე რეინას, ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკს და თავდამსხმელ გონსალო იგუაინს, რათა მათ ძალები მოიკრიბონ იტალიის ჩემპიონატში “რომასთან” გასამართი მატჩისთვის.
“ნაპოლიმ” ევროპის ლიგაზე ჩატარებული ხუთივე თამაში მოიგო და 1/16-ფინალში თამაშის უფლება ნაადრევად მოიპოვა.