მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას, ვალბუენას საქმესთან დაკავშირებით, დროებით ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთენ. L'Equipe-ს ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი იყო შუამავალი “ლიონის” ფორვარდ მატიე ვალბუენასა და დამნაშავეებს შორის, რომლებიც მას აშანტაჟებდნენ და ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. “სამეფო კლუბის” ფეხბურთელს ამის გამო შანტაჟში თანამონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.
თავად ბენზემა ამბობს, რომ მთელი ეს ისტორია გაუგებრობაა და მეტი არაფერი. მისი თქმით, ის ცდილობდა რომ თანანაკრებელს დახმარებოდა და მისი ადვოკატები პრესაში ინფორმაციის გაჟონვისთვის სარჩელის შეტანას აპირებენ.