ევროპის ლიგის დასკვნით, მეექვსე ტურში, ჯგუფების უმეტესობაში გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჯგუფიდან გამსვლელი მეორე საგზურისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებია მოსალოდნელი და მაყურებელიც ნასიამოვნები უნდა დარჩეს.
A ჯგუფში ნორვეგიულმა “მიოლდემ” ამოცანა წარმატებით გადაჭრა, ამსტერდამის “აიაქსს” კი, 1/16-ფინალში თამაშის თეორიული შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ტურში ამსტერდამელებმა “სელტიკს” სძლიეს, ამის გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურსაც ნაკლებად ჯერა. სიტუაცია ასეთია - “აიაქსმა” “მიოლდე” უნდა დაამარცხოს და პარალელურად, იმედი იქონიოს, რომ “სელტიკი” “ფენერბახჩეს” სტამბულში წააქცევს. მაგრამ თურქები მომავალ მატჩზე დიდ იმედებს ამყარებენ და მეჰმეთ ტოპალის თქმით, სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში “სელტიკის” ძლევით არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას გეგმავენ, არამედ პირველი ადგილის დაკავებასაც იმედოვნებენ.
თუ “ლივერპულს” ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება უნდა, შვეიცარიაში “სიონთან” არ უნდა დამარცხდეს, მაგრამ თუ თამაშს მოიგებს, მაშინ ჯგუფიდან გასვლის შანსი “რუბინს” გაუჩნდება. ყაზანელები საფრანგეთში “ბორდოს” ეთამაშებიან და ძნელია სტუმრად მოგება, მაგრამ თუ მატჩის მსვლელობისას შვეიცარიიდან სასიამოვნო ინფორმაციას მიიღებენ, არავინ იცის რა მოხდება.
C ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, აი D ჯგუფში კი, ერთი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის. აქ “ნაპოლიმ” ყველა თამაში მოიგო, დანარჩენ სამ გუნდს კი, პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს. ყველაზე კარგ პოზიციაში “მიდტიულანდია”, რომელიც გარდა იმისა, რომ უკეთეს პოზიციაშია, საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ კონკურენტს მასპინძლობს და მიზნის მისაღწევად ფრეც ყოფნის, ოღონდ თუ “ლეგიაც” ვერ მოიგებს. თავის მხრივ, ბელგიელებმა იციან, რომ მეზობლებთან მოგება 1/16-ფინალის გარანტირებული გასაღებია და ამისათვის მაქსიმუმს გაიღებენ. “ლეგიას” შანსები მაღალი არაა, რადგან ძნელად სავარაუდოა, ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთმა უდანაკარგო “ნაპოლიმ” ახლა თამაში იოლად დათმოს.
E ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვინ პირველი ადგილით გავა და ვინ მეორეთი. F ჯგუფში დიდი ბრძოლა იქნება. “ლიბერეცი” “მარსელს” მასპინძლობს და ყველაფერი მის ხელთაა. მოიგებენ ჩეხები საკუთარ მოედანზე და პლეი ოფის საგზური ჯიბეში ექნებათ, არადა და მხოლოდ შიდა ასპარეზის იმედად დარჩებიან. “მარსელთან” მოგება ფანტასტიკა იქნება. ამავდროულად, ეს იქნება ჯილდო იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რომელიც ბოლო თვეებში გავწიეთ” - თქვა ჩეხური კლუბის თავკაცმა ინდრჟიხ ტრშპიშოვსკიმ.
G ჯგუფში გასარკვევი აღარაფერი დარჩა და გუნდები უბრალოდ ვალს მოიხდიან, ხოლო H ჯგუფში შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ლისაბონის “სპორტინგმა” გასულ ტურში “ლოკომოტივი” სტუმრად დაამარცხა (4:2), მაგრამ ამით მხოლოდ შანსი შეინარჩუნა და ახლა ჟორჟე ჟეზუშის შეგირდებმა შინ “ბეშიქთაშს” უნდა სძლიონ. “მოსკოვში დასახული ამოცანა შევასრულეთ. ბრძოლის გასაგრძელებლად მოგება გვჭირდებოდა და ეს შევძელით. ახლა წინ “ბეშიქთაშთან” ნამდვილი ფინალი გველის” - თქვა მწვრთნელმა. ეს შანსია “ლოკომოტივისთვის”, რომელსაც ალბანეთში მოგება მართებს და პლეი ოფი გარანტირებული აქვს.
I ჯგუფის ბედი ფლორენციაში წყდება. არ წააგებს “ფიორენტინა” “ბელენენსეშთან”, რომელსაც პორტუგალიაში 4:0 სძლია და მომდევნო ეტაპზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში შანსს “ლეხიც” მიიღებს, რომელიც უკვე 1/16-ფინალისტ “ბაზელს” მასპინძლობს.
“ყარაბაღმა” განვლილი 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პლეი ოფში გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებენ. ის ერთი თამაში მათ “ანდერლეხტთან” მოიგეს და ახლა ამ გუნდს ბელგიაშიც თუ აჯობეს, მერე ეგებ “მონაკომ” ინგლისში ვერ ივარგოს. თუმცა, თავად აზერბაიჯანელთა მწვრთნელი გამოცდილების ნაკლებობაზე ჩივის და შანსებს მინიმალურს უწოდებს, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
K ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, აი ბოლო, L ჯგუფში კი, არაოფიციალური ფინალი ბელგრადშია. წინა ტურში, “აუგსბურგი” “ბილბაოს” 83-ე წუთამდე 2:1 ამარცხებდა და მისი გულშემატკივარიც ბედნიერი იყო, მაგრამ საბოლოოდ გერმანელები 2:3 დამარცხდნენ და უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდნენ. გავა ეს გუნდი ისტორიაში პირველად ევროთასების პლეი ოფში? აი ეს უნდა გადაწყდეს ბელგრადში! ამოცანა ურთულესია: “აუგსბურგმა” 2 ბურთის სხვაობით უნდა მოიგოს, თანაც ისე, რომ 2:0-იც არ ყოფნის, რადგან სერბებთან შინ 1:3 დამარცხდა.
ბოლო ტურის წინ ურიგო არ იქნება თუ ბომბარდირებსაც გადავხედავთ. აქ ჯგუფური ეტაპის შემდეგ 6 გოლით “ბილბაოელი” ადურიცი ლიდერობს, ხოლო “აუგსბურგის” პარაგვაელ ფორვარდ ბობადილას 5 გოლი აქვს გატანილი.
ევროპის ლიგა. 2015/2016 წლები. VI ტური
A ჯგუფი
ფენერბახჩე (თურქეთი) - სელტიკი (შოტლანდია)
აიაქსი (ჰოლანდია) - მიოლდე (ნორვეგია)
1. | მიოლდე | 5 | 3 | 1 | 1 | 9:6 | 10 | |
2. | ფენერბახჩე | 5 | 2 | 2 | 1 | 6:5 | 8 | |
3. | აიაქსი | 5 | 1 | 3 | 1 | 5:5 | 6 | |
4. | სელტიკი | 5 | 0 | 2 | 3 | 7:11 | 2 |
B ჯგუფი
ბორდო (საფრანგეთი) - რუბინი (რუსეთი)
სიონი (შვეიცარია) - ლივერპული (ინგლისი)
1. | ლივერპული | 5 | 2 | 3 | 0 | 6:4 | 9 | |
2. | სიონი | 5 | 2 | 2 | 1 | 5:5 | 8 | |
3. | რუბინი | 5 | 1 | 2 | 2 | 4:4 | 5 | |
4. | ბორდო | 5 | 0 | 3 | 2 | 3:5 | 3 |
C ჯგუფი
გაბალა (აზერბაიჯანი) - კრასნოდარი (რუსეთი)
დორტმუნდი (გერმანია) - პაოკი (საბერძნეთი)
1. | კრასნოდარი | 5 | 3 | 1 | 1 | 6:4 | 10 | |
2. | დორტმუნდი | 5 | 3 | 1 | 1 | 10:4 | 10 | |
3. | პაოკი | 5 | 0 | 4 | 1 | 2:3 | 4 | |
4. | გაბალა | 5 | 0 | 2 | 3 | 2:9 | 2 |
D ჯგუფი
მიდტიულანდი (დანია) - ბრიუგე (ბელგია)
ნაპოლი (იტალია) - ლეგია (პოლონეთი)
1. | ნაპოლი | 5 | 5 | 0 | 0 | 17:1 | 15 | |
2. | მიდტიულანდი | 5 | 2 | 0 | 3 | 5:11 | 6 | |
3. | ბრიუგე | 5 | 1 | 1 | 3 | 3:10 | 4 | |
4. | ლეგია | 5 | 1 | 1 | 3 | 2:5 | 4 |
E ჯგუფი
რაპიდი (ავსტრია) - დინამო (მინსკი, ბელარუსი)
პლზენი (ჩეხეთი) - ვილიარეალი (ესპანეთი)
1. | ვილიარეალი | 5 | 4 | 0 | 1 | 9:3 | 12 | |
2. | რაპიდი | 5 | 4 | 0 | 1 | 8:5 | 12 | |
3. | პლზენი | 5 | 1 | 0 | 4 | 5:7 | 3 | |
4. | დინამო | 5 | 1 | 0 | 4 | 2:9 | 3 |
F ჯგუფი
ლიბერეცი (ჩეხეთი) - მარსელი (საფრანგეთი)
გრონინგენი (ჰოლანდია) - ბრაგა (პორტუგალია)
1. | ბრაგა | 5 | 4 | 0 | 1 | 7:4 | 12 | |
2. | მარსელი | 5 | 3 | 0 | 2 | 8:5 | 9 | |
3. | ლიბერეცი | 5 | 2 | 1 | 2 | 4:4 | 7 | |
4. | გრონინგენი | 5 | 0 | 1 | 4 | 2:8 | 1 |
G ჯგუფი
დნიპრო (უკრაინა) - როსენბორგი (ნორვეგია)
სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ლაციო (იტალია)
1. | ლაციო | 5 | 4 | 1 | 0 | 12:5 | 13 | |
2. | სენტ-ეტიენი | 5 | 2 | 2 | 1 | 9:6 | 8 | |
3. | დნიპრო | 5 | 1 | 1 | 3 | 3:8 | 4 | |
4. | როსენბორგი | 5 | 0 | 2 | 3 | 4:9 | 2 |
H ჯგუფი
სპორტინგი (პორტუგალია) - ბეშიქთაში (თურქეთი)
სკენდერბუ (ალბანეთი) - ლოკომოტივი (მოსკოვი, რუსრთი)
1. | ბეშიქთაში | 5 | 2 | 3 | 0 | 6:3 | 9 | |
2. | ლოკომოტივი | 5 | 2 | 2 | 1 | 9:7 | 8 | |
3. | სპორტინგი | 5 | 2 | 1 | 2 | 11:10 | 7 | |
4. | სკენდერბუ | 5 | 1 | 0 | 4 | 4:10 | 3 |
I ჯგუფი
ფიორენტინა (იტალია) - ბელენენსეში (პორტუგალია)
ლეხი (პოლონეთი) - ბაზელი (შვეიცარია)
1. | ბაზელი | 5 | 3 | 1 | 1 | 9:5 | 10 | |
2. | ფიორენტინა | 5 | 2 | 1 | 2 | 10:6 | 7 | |
3. | ლეხი | 5 | 1 | 2 | 2 | 2:5 | 5 | |
4. | ბელენენსეში | 5 | 1 | 2 | 2 | 2:7 | 5 |
J ჯგუფი
ანდერლეხტი (ბელგია) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ტოტენჰემი (ინგლისი) - მონაკო (საფრანგეთი)
1. | ტოტენჰემი | 5 | 3 | 1 | 1 | 8:5 | 10 | |
2. | ანდერლეხტი | 5 | 2 | 1 | 2 | 6:5 | 7 | |
3. | მონაკო | 5 | 1 | 3 | 1 | 4:5 | 6 | |
4. | ყარაბაღი | 5 | 1 | 1 | 3 | 3:6 | 4 |
K ჯგუფი
აპოელი (კვიპროსი) - სპარტა (ჩეხეთი)
ასტერასი (საბერძნეთი) - შალკე (გერმანია)
1. | შალკე | 5 | 3 | 2 | 0 | 11:3 | 11 | |
2. | სპარტა | 5 | 2 | 3 | 0 | 7:4 | 9 | |
3. | ასტერასი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 | |
4. | აპოელი | 5 | 1 | 0 | 4 | 2:9 | 3 |
L ჯგუფი
პარტიზანი (სერნეთი) - აუგსბურგი (გერმანია)
ბილბაო (ესპანეთი) - ალკმაარი (ჰოლანდია)
1. | ბილბაო | 5 | 4 | 0 | 1 | 14:6 | 12 | |
2. | პარტიზანი | 5 | 3 | 0 | 2 | 9:11 | 9 | |
3. | აუგსბურგი | 5 | 2 | 0 | 3 | 9:10 | 6 | |
4. | ალკმაარი | 5 | 1 | 0 | 4 | 6:11 | 3 |