ჩოგბურთი

0:02 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ და ჯავახიშვილმა მერვედფინალში გააღწიეს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი დასძლია.

გორგოძემ ავსტრიელი ნატაშა ბრედლი 6:0, 3:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ხორვატ მარიანა დრაჟიჩს ეთამაშება. მე-2 წრეშია მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიაც, რომელსაც იაპონელ საცუკი ტაკამურასთან ჭიდილი ელის.

ანტალიაშივე ვაჟთა ანალოგიურ ტურნირზე წინსვლას განაგრძობს გიორგი ჯავახიშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში კი რუმინელ ალექსანდრუ კატალინ მარასინს 6:3, 6:3 მოუგო და ახლა, მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ იტალიელ რიკარდო ბელოტის გაეჯიბრება.

0.106845