კალათბურთი

20:09 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგუადალა: “როცა ყველას მოგვკლავთ, “გოლდენ სტეიტი” მაშინ გაჩერდება”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” 31 წლის მსუბუქმა ფორვარდმა ანდრე იგუადალამ ESPN-თან საუბრისას ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ “გოლდენ სტეიტის” გაჩერებება მაშინ იქნება შესაძლებელი თუ კალათბურთელებს ესვრიან.

“გოლდენ სტეიტის” დამარცხების ერთადერთი გზაა, რომ გვესროლონ და მოგვკლან. ჩვენ თამაშის საშუალება არ უნდა მოგვცენ, სხვა შემთხვევაში მოვიგებთ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვყავს უნიკალური შემადგენლობა. გვაქვს ყველა საკალათბურთო ოფცია, რომ მეტოქის ნებისმიერ მოქმედებას საკადრისი პასუხი გავცეთ, სწორედ ეს გვეხმარება გამარჯვებაში”, - აღნიშნა იგუადალამ.

შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტმა” სასტარტო 23 შეხვედრიდან ოცდასამივე მოიგო, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116503