“მონაკოს” მარცხენაფლანგელი ფაბიო კოენტრაო ტრავმის გამო 2015 წელს ვეღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “თავადების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ფეხბურთელმა ტრავმა შაბათს “ბასტიასთან” მოგებული (2:1) შეხვედრის 35-ე წუთზე მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის აქვს დაზიანებული და დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშებს.
კოენტრამ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ფაბიოს სატრანსფერო უფლებები მადრიდის “რეალს” ეკუთვნის და ფეხბურთელი “მონაკოში” იჯარით თამაშობს.