მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა პსვ-სთან წაგებულ (1:2) მატჩში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ 37-ე შეხვედრაში გაუშვა გოლი და საკუთარი ანტირეკორდი “გააუმჯობესა”.
რუსეთის ნაკრების კიპერმა ჩემპიონთა ლიგაზე მშრალი მატჩი ბოლოს 2006 წლის ნოემბერში, ლონდონის “არსენალის” წინაღმდეგ ჩაატარა.
აკინფეევის ანტირეკორდი კი, სხვებისთვის ალბათ დიდი ხანი იქნება მიუწვდომელი. მის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ყველაზე მეტჯერ რონალდ ვატეროისს ჰქონდა გაშვებული. პსვ-ს ყოფილმა კიპერმა მიჯრით 16 მატჩში გაუშვა გოლი.