მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი “მალმიოსთან” მოგებული (8:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კმაყოფილი გახდათ. ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაცვითი სტილის მწვრთნელი არაა და ეს ფაქტი შვედურ გუნდთან დადასტურდა.
“ყოველთვის ვამბობდი, არ ვარ დაცვითი სტილის მწვრთნელი და ჩემმა გუნდმა ამის დემონსტრირება შეძლო. ვამაყობ მოგებით. “რეალის” თამაშით კმაყოფილი ვარ. კრიშტიანუ გუნდში ფუნდამენტურ როლს ასრულებს. ქარიმ ბენზემას კი კარგი თამაში სჭირდებოდა, რათა მორალური ბარიერი გადაელახა, რაც სამომავლოდ გამოადგება.” – განაცხადა ესპანელმა.
“მალმიოსთან” შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ თავი ოთხჯერ გამოიჩინა და ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით (11) რეკორდი დაამყარა.