ფეხბურთი

12:31 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი რეკორდებს ამყარებს

კრიშტიანუ რონალდუმ თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი დაამყარა, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირადი რეკორდების დამყარებას განაგრძობს. შვედმა გიგანტმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “შახტარს” (2:0) ერთი გოლი გაუტანა და პარიზული გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეგოლე გახდა.

იბრასთვის ეს პსჟ-ს მაისურით ლიგაზე გატანილი მე-17 გოლი გამოდგა და ლეგენდარული ლიბერიელის, ჟორჟ ვეას რეკორდი დაამხო, რომელსაც 16 გოლი გაუტანია პარიზელთა მაისურით.

0.145347