კალათბურთი

11:49 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” ვერც “ინდიანამ” გააჩერა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 6 შეხვედრა გაიმართა.

“ინდიანა” შინ “გოლდენ სტეიტს” შეხვდა. გულშემატკივართა მხრიდან იყო მოლოდინი, რომ ბოლოსდაბოლოს “ოქროს შტატელები” წააგებდნენ, თუმცა “ინდიანა” 123:131 დამარცხდა. კალიფორნიელებმა სასტარტო 23 შეხვედრიდან ოცდასამივე მოიგეს და ნბა-ს ახალი რეკორდი დაამყარეს. “გოლდენ სტეიტს” წინა რეგულარულ სეზონში ბოლო 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ “ოქროს ბიჭებმა” ზედიზედ 27 შეხვედრა მოიგეს და 2012/13 წლების სეზონის “მაიამის” მიღწევა (ზედიზედ 27 მოგებული მატჩი) გაიმეორეს. საუკეთესო შედეგი 1971/72 წლების “ლეიკერსს” ეკუთვნის, 33 ზედიზედ მოგებული შეხვედრა.

რაც შეეხება უშუალოდ “ინდიანა” “გოლდენ სტეიტის” შეხვედრას, ოკლენდელებმა პირველ სამ პერიოდში სოლიდური ჰანდიკაპი მოიპოვეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს. საუკეთესო გახლდათ კლეი ტომპსონი, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ტომპსონმა 16-დან 10 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ინდიანელთა” რიგებში საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ 33 ქულა.

ტომპსონმა შეხვედრის მიწურულს კოჭი დაიზიანა, თუმცა მატჩის შემდეგ კლეიმ აღნიშნა, რომ მოტეხილობა არ აქვს და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს გასვლაზე “ბოსტონ სელტიკსის” წინააღმდეგ გამართავს.

“კლივლენდმა” შინ “პორტლენდი” 105:100 დაამარცხა. “კავალერიას” გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი დაუბრუნდა და 33 ქულა ჩააგდო. “კლივლენდი” 14 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად დიდერობს.

“კლივლენდ კავალიერსი” – “პორტლენდი” 105:100 (17:25, 30:31, 30:19, 28:25)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (33 ქ. 10 მ.), ლავი (18 ქ.), დელავედოვა (17 ქ.), უილიამსი (13 ქ.)

“პორტლენდი”: ლილარდი (33 ქ. 6 პ.), კრაბე (14 ქ.), პლამლი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=nCv0Rlvz5AY

“ინდიანა” – “გოლდენ სტეიტი” 123:131 (28:44, 32:35, 23:32, 40:20)

“ინდიანა”: ჯორჯი (33 ქ. 8 მ. 6პ.), მაილსი (24 ქ.), ბადინგერი (12 ქ.), ჯ. ჰილი (12 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (39 ქ. 7 მ. 6 პ.), კარი (29 ქ. 10 პ. 7 მ.), ბოგუტი (14 ქ. 10 მ.), რაში (13 ქ.), ეზელი (12 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=eOMFZteeohQ

“ბრუკლინი” – “ჰიუსტონი” 110:105 (31:24, 26:22, 23:26, 30:33)

“ბრუკლინი”: ლოპესი (24 ქ. 8 მ.), ჯონსონი (22 ქ. 8 პ.), იანგი (20 ქ. 12 მ.), ბოგდანოვიჩი (19 ქ.), ჯეკი (10 ქ.)

“ჰიუსტონი”: თორნტონი (32 ქ.), ბრიუვერი (22 ქ.), ჰოვარდი (10 ქ.), ჰარდენი (10 ქ.), ბრიუვერი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=AX8Ar1-DI9A

“მემფისი” – “ოკლაჰომა” 88:125 (25:28, 22:31, 16:39, 25:27)

“მემფისი”: ჩელმერსი (19 ქ.), გრინი (11 ქ.), გასოლი (11 ქ.)

“ოკლაჰომა”:დურანტი (32 ქ. 10 მ. 6 პ.), იბაკა (17 ქ.), უესტბრუკი (13 ქ. 16 პ.), აუგუსტინი (13 ქ.), უეიტერსი (12 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_POCyvwl-E8

“დენვერი” – “ორლანდო” 74:85 (26:26, 21:14, 16:22, 11:23)

“დენვერი”: ბარტონი (23 ქ.), გალინარი (13 ქ.), ჰიკსონი (10 ქ.)

“ორლანდო”: ვუჩევიჩი (18 ქ.), ფეიტონი ( ჰარისი (17 ქ.), ოლადიპო (11 ქ. 14 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=A0UTk2J1vPk

“საკრამენტო” – “იუტა” 114:106 (33:22, 21:26, 32:32, 28:26)

“საკრამენტო”: გეი (23 ქ.), კაზინსი (23 ქ. 12 მ.), კასპი (19 ქ. 10 მ.), რონდო (17 ქ. 13 პ.), ბელინელი (10 ქ.)

“იუტა”: ბარკსი (18 ქ.), ჰეივორდი (18 ქ.), ჰუდი (17 ქ.), ფეივორსი (14 ქ. 10 მ.), ბუკერი (12 ქ. 10 მ.), ბარკი (12 ქ.)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111258