ფეხბურთი

10:26 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ ჰოლანდიური ფეხბურთი მოწოდების სიმაღლეზე დააბრუნა

პსვ-მ ცხრა წლის შემდეგ ჰოლანდიური გუნდებიდან პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. “ეინდჰოვენმა” ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შინ მოსკოვის ცსკა 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში მეორეადგილოსნის რანგში გავიდა.

უკანასკნელად ჰოლანდიური გუნდებიდან მერვედფინალში პსვ 2006/07 წლების სეზონში გავიდა, სადაც ლონდონის “არსენალი” ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში კი “ლივერპულთან” 0:4 (0:1, 0:3) დამარცხდა.

აღნიშნული პერიოდის შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზე პსვ-ს გარდა “ტვენტემ”, “ალკმაარმა” და “აიაქსმა” ითამაშეს, თუმცა წარუმატებლად.

0.068838