ფეხბურთი

9:09 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა აღიარა: “მანჩესტერის” მიმართ კრიტიკა სამართლიანია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, “ვოლფსბურგთან” წაგებული (2:3) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ინგლისური კლუბის მიმართ კრიტიკა სამართლიანია და იგი თავის გუნდს ამ შემთხვევაში ვერ დაიცავს.

ჰოლანდიელი სეციალისტი იმედგაცრუებული გახლდათ, რადგან “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

“ამ მომენტისთვის, არ შემიძლია თავი დავიცვა, რადგან ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ. ჩემ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ფარსი იქნება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კარგად ვთამაშობთ და მოწინავე პოზიციაც გვიკავია. ფაქტები მეტყველებს, რომ გასულ სეზონთან შედარებით უფრო კარგად გამოვიყურებით. თუმცა იმედგაცრუებული ვარ, ჩვენ ხომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან გამოვვარდით.” – განაცხადა ვან გაალმა.

გერმანულ კლუბთან წაგების შემდეგ, “მანჩესტერმა” ჯგუფში 8 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე “იუნაიტედის” მძლეველი “მგლები” 12 ქულით გავიდნენ, ხოლო კიდევ ერთი მერვედფინალის საგზური ჰოლანდიურმა პსვ-მ (10ქ) მოიპოვა.

0.156211