“დალას მავერიქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ “ნიკსთან” გამარჯვების (104:97) შემდეგ, ნიუ იორკელთა ახალ ლიდერ კრისტაპს პორჟინგისს საქებარი სიტყვები უძღვნა. შეგახსენებთ, რომ 37 წლის გერმანელმა ფორვარდმა გასულ შეხვედრაში 25 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, 20 წლის ლატვიელის ანგარიშზე კი 28 ქულა და 2 მოხსნა გახლდათ.
“პორჟინგისს ხშირად მადარებენ და ეს სრულიად დამსახურებულად ხდება. ის გრაფიკზე უფრო სწრაფად იზრდება. როდესაც 20 წლის ასაკში ნბა-ში მოვხვდი, შიშისგან არ ვიცოდი რა მექნა, კრისტაპსი კი უკვე ლამის ორმაგ დუბლს ასრულებს. ის უკეთესია, ვიდრე მის ასაკში თავად გახლდით. ლატვიელს უკვე ყველაფერი გააჩნია, რაც დიდ კალათბურთელს სჭირდება”, - აღნიშნა ნოვიცკიმ.