ჩოგბურთი

0:43 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ საწყისი რაუნდი დასძლია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა სოფო ქვაცაბაიამ. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე პორტუგალიელ კლაუდია კიანჩის 6:4, 2:6, 6:2 სძლია და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეჯიბრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ეკატერინე გორგოძე, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნია, საწყის შეხვედრას ხვალ ავსტრიელი ნატაშა ბრედლის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ანტალიაშივე ვაჟთა ტურნირის ძირითად ბადეში რუმინელ ალექსანდრუ კატალინ მარასინთან დაპირისპირება ელის გიორგი ჯავახიშვილს, რომელმაც კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა.

წყვილთა შეჯიბრში ჯავახიშვილი და ბულგარელი ვასილ შანდაროვი მე-2 განთესვის მქონე რუმინულ დუეტთან (აპოსტოლი-ფრუნზა) 1:6, 3:6 დამარცხდნენ.

0.117042