კალათბურთი

22:25 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ქუთაისი 2010“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა

დღეს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტურის შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ,,ქუთაისი 2010“ და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.
რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებმაც პირველ ტურში შეძლეს ზღვისპირელთა დამარცხება. პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც ბოლომდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება, 93:72 გაიმარჯვეს და პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღეს. ,,მგზავრები არმიასთან“ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ,,ბათუმთან“ დამარცხების შემდეგ, ქუთათურებმა მესამედ წააგეს, ამჯერად საკუთარ მოედანზე.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ,,სოხუმის“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ფილიპ მილერმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 12 მოხსნაა. მასპინძელთა შორის ფორვარდმა გიგი ბარბაქაძემ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა ყვლაზე მეტი 13-13 ქულა მიითვალეს.

,,ქუთაისი 2010“- ,,სოხუმი“ 72:93 (23:30, 17:20, 17:16, 15:27)

0.124823